ბათუმი საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესს მასპინძლობს

28 ივნისი 2017, 20:00 926 ნახვა

 ბათუმი საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესს მასპინძლობს. კონგრესის თემაა „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში“. ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების წევრი ქვეყნების გარდა, კონფერენციაში  ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, კონსტიტუციური მართლმსაჯულების რეგიონული და ლინგვისტური ჯგუფების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები ესწრებიან. კონგრესი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარე  ზაზა თავაძემ გახსნა. ღონისძიების დღის წესრიგი საკონსტიტუციო სამართალწარმოებასა და მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას დაეთმობა. 
     კონგრესის ფარგლებში, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრას საპარლამენტი უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც დაესწრო. ვენეციის კომისიის პრეზინდეტი, ჯანი ბუკიკიო დღესვე პრეზინდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

ამავე კატეგორიაში