დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდება

26 ივნისი 2017, 20:00 811 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს. 
  ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის მაკურთხეველმა მღვდელმთავარმა  გადაწყვეტილება მიიღო, რომ გამოძიების დასრულებამდე სასულიერო პირს, სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში,  მისი საკითხი წმინდა სინოდს შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცეს. 

როგორც განცხადებაში წერია, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი დღეს დაუკავშირდა. ილია მეორის ლოცვა-კურთხევა იყო, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მეუფე დიმიტრის მიეღო.​ 

"დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს წაყენებული მძიმე ბრალდებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ის თავის სიმართლეს დაამტკიცებს, რაშიც თავადვე გვარწმუნებს. საღმრთო ზიარების მიღება არის შედეგი მონანული, განწმენდილი და გამართლებული ადამიანისათვის, სხვა შემთხვევაში გაჩნდება კითხვა, ხომ არ სცნო ის ეკლესიამ  გამოძიების დასრულებამდე უდააშაულოდ.'' 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ლოცვითა და სასოებით ველოდებით, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას და დაუბრუნდება სამღვდელო დასს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი