მიკროავტობუსის 48 წლის მძღოლი, რომელიც ლონდონში მეჩეთიდან გამოსულ მუსლიმებს დაეჯახა, დაკავებულია. პოლიციას სხვა ეჭვმიტანილები არ ჰყავს - აცხადებენ სკოტლანდ-იარდში. მანამდე თვითმხილვლებმა განაცხადეს, რომ მიკროავტობუსში სამი მამაკაცი იჯდა.
ინციდენტი შუაღამით სევენ სისტერსის ქუჩაზე მოხდა. მუსლიმები ღამის ლოცვიდან სახლებში ბრუნდებოდნენ. ერთ-ერთმა მამაკაცმა გონება დაკარგა. მის ირგვლივ ხალხი შეიკრიბა და სწორედ ამ მომენტში შეკრებილებს დიდი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსი დაეჯახა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი. პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მომხდარს შესაძლო ტერაქტად განიხილავს.