უამინდობის შედეგები

10 ივნისი 2017, 20:00 922 ნახვა

ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო გოდერძის უღელტეხილზე, ასევე სოფელ კორტოხში, ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს - უამინდობამ ზიანი მიაყენა ხაშურის მუნიციპალიტეტს. აქ ადიდებულ სურამულაში მამაკაცი დაიხრჩო.

დაბა სურამში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა. ძლიერ წვიმას გუშინ მთიდან ნიაღვარი მოჰყვა. ადიგენის მუნიციპალიტეტში კი ძლიერმა წვიმამ სავარგულები გაანადგურა. მოსახლეობას შინაური ფრინველები და მსხვილფეხა პირუტყვი დაეხოცა.

რაც შეეხება დედაქალაქს - უხვი ნალექის გამო, მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონებიდან გუშინ 437 შეტყობინება დაფიქსირდა, თბილისიდან კი 401 ზარი შევიდა. სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები გაგრძელდება, თუმცა ძლიერი წვიმის საშიშროება არ არის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი