სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

09 ივნისი 2017, 20:00 866 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყება კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანელი დეპუტატის განცხადებას, თითქოს აფგან მუხთარლის დაკავება იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და რაიმე კავშირს აფგან მუხთარლის საქმესთან გამორიცხავს. უწყების ინფორმაციით,   აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი