ხელვაჩაურში, ტაოს ქუჩის მცხოვრებლები ელექტროსადენების გაყვანას აპროტესტებენ. მათი თქმით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან შეთანხმება არ ყოფილა, ნაწილისთვის შეთავაზებული ფულადი კომპენსაცია მიუღებელია და ნაწილთან მოლაპარკებები არ გამართულა.
აქ მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ კომპანია კერძო საკუთრებაში იჭრება და ადგილობრივთა უფლებებს არღვევს. საქართველოს სახელწიფო ელექტროსისტემაში ამბობენ, მოსახლეობასთან მოლაპარკებები არაერთხელ გაიმართა. მათივე თქმით პროექტი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ის აუციებლად განხორციელდება. კომპენსაციებით უკმაყოფილო მოსახლეობას კომპანია ურცევს სასამართლოს მიმართოს.