ფილიპინებში, ტურისტულ კომპლექსზე მომხდარ თავდასხმას 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა, იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი – შენობაში ხანძარი გააჩინა.
სასტუმროში პოლიციიის სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.