''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' შუახევის გამგეობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

31 მაისი 2017, 20:00 777 ნახვა

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შუახევის გამგეობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. სოსლან ზოიძე ირწმუნება,  რომ, ბიუჯეტის კორექტირებისას, შუბნისა და ფურტიოს ბაღებისთვის 57 ათასი ლარი არამიზნობრივად გაითვალისწინეს.  ზოიძე, ასევე, აცხადებს, რომ გამგებელი, ტაძრების მიმდებარე ტერიტორიებზე ინფრატსრუქტურას აწესრიგებს, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატი მოახლოებულ თვიმმართველობის არჩევნებს უკავშირებს. ტარიელ ებრალიძე ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით,  ორივე ბაღში დამატებით, ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, თანხების გაწერა აუცილებელია, რაც შეეხება  ტაძრების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგებას, გამგებლის თქმით, მუნიციპალიტეტში, პარალელურად, მეჩეთის გამრიცხველიანებაც მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში