საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი “ოქროს დელფინი ხელოვნება - მსოფლიოს გარშემო” დასრულდა. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ, ისინი დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დააჯილდოვეს.
ფესტივალში 18 უცხოური და 40-მდე ქართული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ბათუმმა ფესტივალს წელს მე-16 უმასპინძლა. ღონისძიება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საზეიმო მსვლელობით დაიწყო.