მშენებლების აქცია

16 აგვისტო 2016, 00:00 2704 ნახვა

სამშენებლო კომპანია “უაით ჰაუსი”-ს თანამშრომლები სააქციო საზოგადოება “მეტრო მეფ”-ისგან დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. მათი განცხადებით, რამდენიმე თვის წინ შესრულებული სამუშაოების მიუხედავად, ერთი თვის სარგო ამ დრომდე არ მიუღიათ, პროტესტის გამოხატვის გამო კი სამსახურიდან დაითხოვეს. კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით დასაქმებულებმა აქცია დღეს აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს. ისინი იმედოვნებენ, რომ მათი პრობლემის მოგვარებაში რეგიონის ხელისუფლებაც ჩაერთვება. აქცია “მეტრო მეფში” ქვეკონტრაქტორი კომპანიის შანტაჟად შეაფასეს. მათი განცხადებით, “უაით ჰაუსს”, რომლის თანამშრომლებიც ხელოსნები არიან, 30 ივლისს 200 ათასი ლარი გადაერიცხა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო ფირმამ ხელფასები ამ დრომდე არ გასცა.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში