ერთ კვირაში განადგურებული ათი და დაკბენილი ოთხი პირუტყვი

26 მაისი 2017, 20:00 868 ნახვა

ქედლების მოსახლეობა სოფელში საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მგლების შემოსევაზე საუბრობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირაა მგლების ხროვამ დღისით საცხოვრებელ სახლებთან ახლოს პირუტყვი გაანადგურა. მსგავსი პორბლემაა სოფელ ძირკვაძეებშიც.

ადგილობრივები სახელმწიფოსგან მტაცებელი ცხოველების განადგურების ნებართვას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ პრობლემა მათთვის ცნობილია. ბესიკ ბაუჩაძის თქმით, მოსახლეობას საფრთხის თავიდან ასაცილებლად უფლება აქვს მტაცებელი ცხოველი გაანადგუროს. მსგავსი შემთხვევები ფაქტები ხულოში გასულ თვეშიც დაფიქსირდა. პრობლემა სხალთის, ვაშლოვანის, ქედლების და ძირკვაძეების მოსახლეობას აწუხებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი