ლევან ხომერიკი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გაანთავისუფლეს

15 მაისი 2017, 20:00 1135 ნახვა

ლევან ხომერიკი აცხადებს, რომ  თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ბათუმის დინამოს უკვე ყოფილი მწვრთნელი ლევან ხომერიკი აცხადებს, რომ მას თანამდებობა თავისი სურვილით არ დაუტოვებია და იგი გუნდის ხელმძღვანელობამ გაუშვა სამსახურიდან. 

ბათუმის „დინამოს“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ბათუმის მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი დაკავებული თანამდებობიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

ვინ იქნება ახალი მწვრთნელი ამ დრომდე უცნობია, ამას არც ბათუმის "დინამოს" ადმინისტრაციაში აკონკრეტებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი