ზურაბ პატარაძე: ''ერთად დავდებთ შედეგს რომელიც მისაღები იქნება ქვეყნისთვის და მუსლიმი მრევლისთვის''

15 მაისი 2017, 20:00 884 ნახვა

აჭარაში მეჩეთის მშენებლობაზე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა. ზურაბ პატარაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ის უკვე შეხვდა მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელს ტარიელ ნაკაიძეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მეჩეთის მშენებლობის შესახებ ჯერ არ მიუღიათ.

"კარგი დიალოგი გვაქვს აჭარის სამუფთოსთან, არასამთავრობო სექტორთან, რელიგიის სააგენტოსთან და პრესასთან, ჩვენ ვმსჯელობთ ამ თემაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ჩვენ ვართ მუდმივ დიალოგში ქართველ მუსლიმებთან. მქონდა შეხვედრა ტარიელ ნაკაიძესთან ჩვენ ვისაუბრეთ მეჩეთის აშენების საკითხზე, ვფიქრობ გამოსავალს მალე ვნახავთ. ერთად დავდებთ ისეთ შედეგს რომელიც მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მუსლიმი მრევლისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონისთვის.''

რამდენიმე დღის წინ, მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიამ უარი განაცხადა. მოტივად ბათუმის მერიამ დასახლებული ტერიტორიის განაშენიანება დაასახელა, სადაც არ მერის აზრით საკულტო ნაგებობის მშენებლობა არ ჯდებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"  მერიის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და მიიჩნევს, რომ მეჩეთის მშენებლობაზე უარის თქმა სამართლებლივ საფუძველს მოკლებული იყო. 

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი