''ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება'' – განცხადება მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა. ზურაბ პატარაძის თქმით, კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს და სწორედ ამ პროცესების შემდეგ გახდება დეტალები ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მუსლიმი მრევლი ახალი სალოცავის მშენებლობას რამდენიმე წელია ითხოვს. მათ გენერალ აბაშიძის 49 ნომერში საკუთარი სახსრებით მიწის ნაკვეთი შეიძინეს და მშენებლობის ნებართვას ქალაქის მერიისგან ელოდებიან. ახალი მეჩეთის პროექტი ბათუმის მერიას უკვე წარუდგინეს, თუმცა რა ეტაპზეა განხილვა – ამ კითხვაზე ბათუმის მერმა - გიორგი ერმაკოვმა კომენტარი არ გააკეთა.