ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ქედაში. საზოგადოებამ მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. ანსამბლმა "ელესა" სოფელ წონიარისში ღონისძიება გამართა. შესრულდა საგალობლები, წაიკითხეს ლექსები. მეორე მსოფლიო ომში ქედიდან, 800-მდე ადამიანი იბრძოდა, რომელთა უმრავლესობა უკან არ დაბრუნებულა.