აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მილიონ 185 ათას 825 ლარით იზრდება. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას საჯაროდ 2018-2021 წლების საშუალოვადიანი გეგმა გააცნო. ზაალ მიქელაძემ მომავალ წელს გასახორციელებელ პრიორიტეტებზე ისაუბრა. სამინისტრო სულ 31 პროგრამის განხორციელებას გეგმას, აქედან 7 ახალი პროგრამა იქნება. შეხვედრის მეორე ეტაპი დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ბიუჯეტის პროგრამული ნაწილისთვის 12 მილიონ 805 ათას 515 ლარს გამოყოფენ. სამინისტრო ბიუჯეტი კი 15 მილიონ 748 ათას 725 ლარი იქნება.