2015 წლის შედეგებით, ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში არსებითად ჩამორჩება როგორც მე-4, ისე მე-8 კლასში. კვლევა საერთაშორისო ორგანიზაციამ ცაატარა, რომელიც მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს.
გამოკითხვის თანახმად, მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 22% და მერვეკლასელთა 28% მათემატიკაში მინიმალურ ცოდნასაც არ ფლობს; ბუნებისმეტყველებაში იგივე შედეგი მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 26% და მერვეკლასელთა 30%-ს აქვს.
მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე მოსწავლეთა შედეგები უარესდება. კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევის თანახმად, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი დაბალია. მოსწავლეთა ნახევარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზო კომპეტენციებს არ ფლობს.