დღეს ქართველი პოეტის ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეა

04 მაისი 2017, 20:00 816 ნახვა

დღეს ქართველი პოეტის ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეა. პოეტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ბათუმსა და ქობულეთში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. ბათუმის ღვთისშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში,  საზოგადოების წარმომადგენლები და მეგობრები დილიდან შეიკრიბნენ და საფლავი ყვავილებით შეამკეს. მღვდელთმსახურებმა პანაშვიდი გადაიხადეს.    
დღესვე, ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში პოეტის ბიუსტი, სოფელ გორგაძეებში კი მისი სახლ-მუზეუმი გაიხსნება.    დასკვნითი ღონისძიება ქობულეთის კულტურის სახლში გაიმართება.
 პოეტის სიცოცხლეში 16, ხოლო გარდაცვალების  შემდეგ 3 წიგნი გამოიცა. ზურაბ გორგილაძე საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეტი, ასევე, ღირსების ორდენის კავალერი იყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი