ხულოში 750 ოჯახს დაბინძურებული წყალი მიეწოდება

03 მაისი 2017, 20:00 1137 ნახვა

ხულოში გასულ წელს ახალი წყალსადენის მშენებლობისთვის მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯა.  რომელიც სასმელი წყლით  დაბა ხულოს 750-მდე აბონენტთან ერთად  სოფლებს  დეკანაშვილებს, ოქრუაშვილებს, განახლებას და ვაშლოვანს ამარაგებს. ხულოში სულ 26 წყალსადენია. 
ხულოს მოსახლეობას  ბოლო ერთი კვირაა  დასალევად გამოუყენებელ წყალს მიაწოდებენ.  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტმა  წყლის რეზერუარები ადგილზე შეამოწმა,  სადაც  არაბუნებრივი ფერის წყალთან ერთად , ტალახიანი და სხვადასხვა ნარჩენებისგან დაბინძურებული წყალი დააფიქსირა. ხულოს წყალკანალის ოპერატორის  განცხადებით ფერადი წყალი წყლის სათავიდან მოედინება, ნადიმ  დეკანაძე აღნიშავს რომ  ფილტრების  გაწმენდას და წყლის დაქლორვას 24 საათის განმავლობაში ანხორციელებს და წყალი დასალევად ვარგისიანია.

ხულოს წყალკანალის უფროსის განცხადებით ბოლო რამდენიმე დღეა თოვლის ინტენსიურმა დნობამ წყლის რაოდენობა გაზარდა, არსებული ფილტრები კი გაზრდილი დებეტისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა,  ბადრი აბაშიძის ინფორმაციით მოსახლეობას გაცილებით სუფთა წყალი მომდევნო კვირიდან მიეწოდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი