ტრადიციული რეწვის ასოციაცია და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო პროექტს - „ტრადიციული რეწვის სწავლება და სახელოსნოების განვითარება“ ახორციელებენ, რომელიც ტრადიციული რეწვის დაკარგვის პირას მყოფი, უნიკალური დარგების შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გარდა ბათუმისა, 5 სახელოსნო შეირჩა. პრიორიტეტი მიენიჭა ისეთი რეწვის დარგებს, რომლებიც დაკარგვის პირასაა და მხოლოდ რამდენიმე, ან სულაც ერთი ოსტატია დარჩენილი. ყველა სახელოსნოში 30-მდე შეგირდი მომზადდება, ისინი ხელობას 4 თვის განმავლობაში შეისწავლიან. ამასთან, თითოეული სახელოსნოსთვის ჩატარდება ტრეინინგები სახელოსნოების მართვისა და ახალგაზრდების ჩართულობის მიმართულებით