სოფელ ყინჩაურში მეწყერულ პროცესებს ჰესის მშენებლობას უკავშირებენ

20 აპრილი 2017, 20:00 955 ნახვა

ყინჩაურის მოსახლეობა სოფელში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს, დამშრალ წყლებს და დაბზარულ საცხოვრებელ სახლებს შუახევი ჰესის მშენებლობისთვის სოფელში 7 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას უკავშირებს.
“აჭარისწყალი ჯორჯიაში” ბრალდებებს უარყოფენ. მთავრობამ გეოლოგებისგან 10 პუნქტიანი რეკომენდაცია მიიღო, რომელიც მოსახლეობას გააცნეს. 
ხულოს გამგებლის განცხადებით, შეთანხმების თანახმად,  მომდევნო კვირიდა გეოლოგები სოფელში განვითარებულ ახალ მეწყრულ კერებს კიდევ ერთხელ შეისწავლიან. ასევე  ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელება, ღია და დახურული სანიაღვრე არხების მოწყობა, წყლის შემოწმება და სადრენაჟო სისტემის პროექტში ცვლილების განხორციელება დაიგეგმა. 

შუახევი ჰესისთვის გვირაბების მშენებლობა ხულოსა და შუახევის 12 სოფელში უკვე დასრულებულია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი