ბიუროს სხდომა ჩაიშალა

15 აგვისტო 2016, 00:00 2842 ნახვა

პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ შედგა. ბიუროს სხდომის ჩასატარებლად 17 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო, სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით, მხოლოდ 9 დეპუტატი იმყოფებოდა. დღეს ორ საკონსტიტუციო ინიციატივაზე უნდა ემსჯელათ. დავით უსუფაშვილის  ინიციატივაზე კონსტიტუციით განსაზღვრულ  ევროპულ კურსსა და ნინო ბურჯანაძის ინიციატივაზე უბლოკო სტატუსის შესახებ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში