რიზესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ისინი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან. ორი დაშავებული სტაციონარშია მოთავსებული. ხარჯებს თურქული მხარე გაიღებს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეები გუშინ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ მოინახულეს. თურქეთში, მინისტრთან ერთად ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ თავმჯდომარე სოფიო ბაკურიძე იმყოფებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა რიზესთან ახლოს, 9 აპრილს მოხდა. რის შედეგადაც 5 მოქალაქე დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.