პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე ორი დღე რჩება. გიორგი მარგველაშვილი ანგარიშით დეპუტატების წინაშე უკვე მეოთხედ წარსდგება. ქვეყნის პირველი პირი ეკონომიკურ განვითარებაზე, სოციალურ და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს. უკვე ცნობილია, რომ საკითხებთან ერთად პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლის შემდეგ ოპოზიცია ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქვეყნის საგარეო კურსსა და მედიაპლურალიზმზე გაამახვილებს. მმარტველი გუნდი კი აქცენტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და მიღწევებზე გააკეთებს.