გოდერძის უღელტეხილზე, მოძრაობის აღდგენა დაწყებულია.

04 აპრილი 2017, 20:00 886 ნახვა

გოდერძის უღელტეხილზე, მოძრაობის აღდგენა დაწყებულია. სპეციალისტებმა ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დაასრულეს. უღელტეხილზე თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით 6 მეტრს აღწევს.  დიდთოვლობის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა 5 თვის განმავლობაში შეფერხებული იყო. გოდერძის უღელტეხილზე საქართველოს საგზაო დეპარტამენტის 6 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი