პროდუქციის რეალიზაცია, დაავადებული კარტოფილი და მტაცებელი ცხოველების ლიკვიდაცია

03 აპრილი 2017, 20:00 730 ნახვა

პროდუქციის რეალიზაცია, დაავადებული კარტოფილი და   მტაცებელი ცხოველების ლიკვიდაცია,- ამ პრობლემებზე ყურადღება სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე ხულოს მოსახლეობამ  გაამახვილა. ლაშა კომახიძე ადგილობრივებს უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიასთან ერთად, სამინისტროს მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და 2017 წელს განსახორციელებელი პროგრამების შესახებ ესაუბრა. მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია სანერგე მეურნეობის განვითარება, მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზება, ლოჯისტიკური ცენტრების და დამატებით კიდევ ერთი სასაკლაოს გახსნა

ამავე კატეგორიაში