“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდება

02 აპრილი 2017, 20:00 794 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის განცხადებით, kfw პროექტის ფარგლებში, სამუშაოები არაჯეროვნად სრულდება. მაგალითისთვის გელა დეკანაძეს ჯავახიშვილის ქუჩა მოჰყავს, სადაც საკანალიზაციო არხების რეაბილიტაცია არ მიმდინარეობს. მისი თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გზა" ხეების გადატანით არის დაკავებული. დეკანაძე მერიას მოუწოდებს სამუშაოებზე მონიტორინგი გააძლიეროს. 

მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერის ფარგლებში, რეაბილიტაცია აქტიუტად მიმდინარეობს. ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, მესამე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები თითქმის დასრულებულია. რაც შეეხება ჯავახიშვილის ქუჩას, აქ საკანალიზაციო სისტემის მოწყობა მეოთხე ფაზითაა გათვალისწინებული. მისივე თქმით მერია ზედამხედველობას სისტემატიურად ახორციელებს. 
კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი 15 ობიექტზე მხოლოდ მესამე ფაზის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს ასრულებენ  და ხეების გადატანა პროცესს არ აფერხებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი