ამ წუთებში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატზე მსჯელობენ. გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოში 7 აპრილს წარსდგება. პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვას ეხება უმრავლესობა იზიარებს. გადაწყვეტილებას ოპოზიციაში იწონებენ.