ბათუმის სამშობიარო სახლი საყოველთაო ჯანდაცის პროგრამაში ისევ ჩაერთო.

02 აპრილი 2017, 20:00 850 ნახვა

ბათუმის სამშობიარო სახლი საყოველთაო ჯანდაცის პროგრამაში ისევ  ჩაერთო. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ 1 აპრილიდან პაციენტები ჩვეულებრივ სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლიბენ, რადგან ყველა ის ხარვეზი გამოასწორეს, რომელიც ახალი კრიტერიუმების ამოქმედების შემდეგ აღმოჩნდა.  მათ შორის არის სერვისები და მატერიალ-ტექნიკური ბაზა. 
სამშობიარო სახლში ამბობენ, რომ ხელახალი შესწავლის შემდეგ კლინიკამ მეორე დონის სტატუსი მიიღო. საავადმყოფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, დაახლოებით, ერთი თვის წინ გამოეთიშა. 
მედიკოსების თქმით, ამ პერიოდში პაციენტების მომსახურების თანხას კლინიკა ფარავდა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი