აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე

01 აპრილი 2017, 20:00 1125 ნახვა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება. მენტალური განვითარების ცენტრისა და ბათუმის მერიის ინიციატივით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებმა ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის ეზოს კედელი მოხატეს. საერთაშორისო აქციაში 25-მდე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი ჩაერთო. აქციაში ასევე მონაწილეობდა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი. აუტიზმის მქონე ბავშვთა დასახმარებლად ბათუმის მერია ქცევითი თერაპიის მომსახურებას უზრუნველყოფს, რისთვისაც 15 საათია გათვალისწინებული. პროგრამით ისარგებლებენ 2-დან 14 წლამდე აუტისტური სპექტრის მქონე 48 ბენეფიციარი. აღნიშნულ პროგრამას ბათუმის მერია წელს პირველად ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი