დანაშაულის სტატისტიკა

31 მარტი 2017, 20:00 984 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს დანაშაულთა გარკვეული კატეგორია გაიზარდა, ნაწილი კი შემცირდა.ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს 2015 წელთან შედარებით ქურდობის 418 შემთხვევით მეტი დაფიქსირდა და  მაჩვენებელი 9 ათას 646-მდე გაიზარდა. 393-ით გაიზარდა ოჯახური ძალადობის ფაქტები და ათას  356 შეადგინა. ასევე, 361-ით მოიმატა ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების ფაქტებმა. 260 შემთხვევით კიბერდანაშაულის, ხოლო 112 შემთხვევით - ცივი იარაღის ტარების მაჩვერნებელი გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად ყაჩაღობა, ძარცვა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება,  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება,  ხულიგნობა და მკვლელობის მცდელობა- აღნიშნული მიმართულებით მაჩვენებელი შემცირებულია.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი