2017 წლის 28 მარტი ნამდვილად შევა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობას ევროპამ გაუღო კარი და დღეს აღარ გვჭირდება სპეციალური ნებართვა იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ ევროპის ქვეყნებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ასევე ყურადღება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გააკეთა. პრემიერის შეფასებით, 2017 წელი კარგი ტენდენციებით დაიწყო. რაც ადასტურებს, რომ 4 პუნქტიანმა გეგმამ გაამართლა და წლევანდელი ბიუჯეტი რეალისტურია