ენმ-ს ბრალდება

30 მარტი 2017, 20:00 864 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხულოს ორგანიზაცია  აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ღორჯომის მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, ზურაბ პატარაძემ ექვსი თვის წინ, წინასაარჩევნოდ, ხმების მოსაპოვებლად მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ავტომობილი გადასცა, რომელიც მწყობრიდან მალევე გამოვიდა. მთავრობაში დღეს კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა ზურაბ პატარაძემ ამ საკითხზე  რამდენიმე დღის დღის წინ სოფელ ღორჯომში ისაუბრა.  და აღნიშნა, რომ სოფელს სასწრაფო დახმარების ახალი ავტომობილი მალე გადაეცემა, პატარაძის განცხადებით ავტომობილის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი