დანიშნულების ადგილი უცვლელია – შეკვეთილი.

29 მარტი 2017, 20:00 999 ნახვა

დანიშნულების ადგილი უცვლელია – შეკვეთილი. მისამართია მხოლოდ ახალი: დენდროლოგიურ პარკში ხე ამჯერად მახინჯაურიდან გადააქვთ. ასწლოვანი ტიტა უკვე სანაპიროზეა, სადაც  ბარჟის მისადგომს აწყობენ. ტერიტორია გადათხრილია. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ სანაპირო რომელიც გამართული ინფრასტრუქტურით არ გამოიჩევა, ხის გადატანის შემდეგ, მოწესრიგდება. საუკუნოვანი ხე ნაპირზე ყოფილი დასასვენებელი სახლის „კოლხიდას“ ტერიტორიიდან გადმოიტანეს. ის აჭარის მთავრობამ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ტყე-პარკის გაშენების მიზნით გაყიდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი