საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტები მოსახლეობას გაესაუბრნენ და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ. გიორგი მარგველაშვილი და რაიმონდს ვეიონისი მავთუხლართებს მიღმა დარჩენილ მოხუცსაც გაესაუბრნენ, რომელმაც ხელის ტრაქტორი ითხოვა. გიორგი მარგველაშვილი მას თხოვნის შესრულებას დაჰპირდა. „მინდა კონკრეტულად მადლობა ვუთხრა ლატვიელ ხალხს, ლატვიის პრეზიდენტს, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ თვითონ მოვიდა ამ გამყოფი ხაზის სანახავად”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.