დავით ბაციკაძე - ''კანონმდებლების სახელმძღვანელო დოკუმენტი ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს''

27 მარტი 2017, 20:00 728 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრი  დავით ბაციკაძე რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტში არსებული მუხლების ცვლილებას არ ემხრობა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანონმდებლების სახელმძღვანელო დოკუმენტი ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს. კანონმდებელმა კოლეგებს წინა მოწვევის საბჭოს რეგლამენტში შემუშავებული ცვლიელებების პაკეტიც შეახსენა. დავით ბაციკაძის პოზიცია უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის წარდგენას მოჰყვა, რომელიც რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს. დღესვე კიდევ ერთ   კანონპროექტზე “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების”-შესახებ იმსჯელეს. რეგლამენტში ძირეული ცვლილებების მომხრეები დღეს ბიუროს სხვა წევრებიც იყვნენ, თუმცა, ისინი ამ დროისთვის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავენ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი