რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს აფასებენ. ისინი იმ სიკეთეებზე აკეთებენ აქცენტს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანას უვიზოდ მიმოსვლა მოუტანს.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ვიზალიბერალიზიაციის შენარჩუნება და იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს დაეკისრათ, მნიშნელოვანია. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს, რათა ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა მხოლოდ ვიწრო წრისთვის არ იყოს შესაძლებელი.
დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ისტორიული თარიღი“, - ასე აფასებენ ვიზალიბერალიზაციას უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრები. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ეს საქართველოში ბიზნეზის განვითარებას, ევროპული განათლების მიღებასა და რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.