ხანძრის ჩაქრობისას ერთი მეხანძრე დაშავდა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძე აცხადებს, რომ მეხანძრეს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა. "ცეცხლის ლოკალიზებისას მან კვამლი ჩაისუნთქა, რის შემდეგაც პირველადი დახმარება გავუწიეთ და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადავიყვანეთ,"- აცხადებს ბადრი პაქსაძე. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ემერჯენსის ექიმ გიორგი კობალაძის განცხადებით კი, მეხანძრის მდგომარეობა სტაბილურია, მას მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნება.
მომხდარზე "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით განადგურებას გულისხმობს.