სასამართლოს გადაწყვეტილება

25 მარტი 2017, 20:00 859 ნახვა

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით 2 დღის წინ დაკავებულ 3 პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე ბრალდებულთა შესაძლო მიმალვაზე საუბრობდა. ისინი დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას კატეგორიულად მოითხოვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას  დაცვის მხარე აპირებს.  დაკავებულთა ადვოკატებისა და ოჯახის წევრების თქმით გადაწყვეტილება უკანონოა. გამოძიება 225-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მასობრივი არეულობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას და პოლიციელზე ან სხვა საჯარო პირზე თავდასხმას გულისხმობს და 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე 18 პირი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი