ომის ვეტერანთა აქცია

24 მარტი 2017, 20:00 862 ნახვა

გმირთა ხეივანში, ჟიული შარტავას ბიუსტთან დღეს მშვიდობიანი აქცია გამართეს ბათუმში მცხოვრებმა ვეტერანებმა. აქციის მონაწილეთა განცხადებით ისინი სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მიმდინარე ვეტერანთა აქციას. აქციის მონაწილეები იზიარებენ იმ რვაპუნქტიან მოთხოვნებს, რომელიც თბილისში აქციაზე ვეტერანებმა მთავრობას წაუყენეს. მოთხოვნების ძირითადი ნაწილი ვეტერანთა სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას ეხება, ისინი 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას, ვეტერანთა ჰოსპიტალის აღდგენას, სოციალურ უზრუნველყოფას და ვეტერანთა საქმეების შემსწავლელი კომისიის აღდგენას ითხოვენ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი