აჭარის უმაღლესი საბჭოში მერაბ კარანაძის სამდივნოს უფროსად დავით დიასამიძე დაინიშნა

23 მარტი 2017, 20:00 703 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, მერაბ კარანაძის სამდივნოს უფროსად დავით დიასამიძე დაინიშნა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია რომ დიასამიძე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის დეიაშვილია.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე  ამბობს, რომ ნათესაური ნიშნით ადამიანებს არ ანსხვავებენ. დავით დიასამიძის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს,  მერაბ კარანაძემ წარუდგინა.

ამავე კატეგორიაში