იუნკერთა ხსოვნის დღე

22 მარტი 2017, 20:00 1179 ნახვა

    23 მარტს საქართველოში იუნკერეთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. ბათუმის დრამატულ თეატრთან მდებარე სკვერში, იქ, სადაც იუნკრების საფლავებია, მთავრობის წარმომადგენლებმა და რიგითმა ბათუმელებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. მებრძოლთა ტრაგიკული ისტორია დღეს აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ და ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა  გაიხსენეს. 
    იუნკერთა ტრაგიკული ისტორია 1921 წლის მარტში დაიწყო, როცა ბოლშევიკური არმია საქართველოში შემოიჭრა, ხოლო თურქეთი აჭარის მითვისებას ცდილობდა. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 80 იუნკერი კი საქართველოს ერთიანობისთვის უთანასწორო ბრძოლაში ჩაება.  როგორც ცნობილია იუნკერთა საფლავები დიდხანს მიტოვებული იყო.   1990 წელს ორგანიზაცია „სახალხო ფრონტის“ აქტივისტების ინიციატივით,  გათხრები დაიწყო და  50 დაღუპულის, მათ შორის ერთი ქალის ნეშტი ამოასვენეს. დღეისთვის 30 იუნკერის ვინაობა ცნობილია, მათ შორის ტერიტორიიდან გადასვენებული 21 ადამიანისაც.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი