,,სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა რეგიონული განზომილების განვითარების გარანტია", - ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და ცხინვალში რეფერენდუმი დაგმო.
გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომის თქმით, გახმოვანებული ინიციატივები უკანონოა, რეგიონებზე საქართველოს ლეგიტიმური სუვერენიტეტის გავრცელებას აფერხებს და საერთაშორისო თანამეგობრობისგან, შემდგომ იზოლირებას ხელს უწყობს“
„ევროპის საბჭოს კონგრესი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს წევრი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას" – განაცხადა კონგრესის პრეზიდენტმა.