დღეს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს შეხვდება. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მხარეები სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ. შეხვედრის დღის წესრიგში ასევე დგას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკე დანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე შეთანხმების რეალიზების საკითხი. „მხარეები აპირებენ განიხილონ „სამხრეთ ოსეთში“ პენსიებისა და ხელფასების გაზრდის, ასევე სამხრეთ ოსეთში სამედიცინო და სხვა სოციალური ობიექტების მშენებლობის საკითხი“, - განაცხადა „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა განა იანოვსკაიამ.