საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შვიდი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება. ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცესპიკერები შეხვედრებს მართავენ. აუდიენცია ირაკლი კობახიძესთან უკვე შედგა. ეს არის დელეგაციის ვიზიტის მეორე დღე, გუშინ ისინი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ, დღეს კი სხვადასხვა შეხვედრა პარლამენტშია დაგეგმილი. ვიზიტის ერთერთი მიზანი ვიზალიბერალიზაციის შემდგომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებაა. მოგვიანებით დელეგაცია პრემიერ მინისტრს შეხვდება, დღის ბოლოს კი პრეზიდენტს.