ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიწვევით, ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. მიხეილ ჯანელიძე ტერორიზმის წინააღმდეგ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე კი შეხვედრებია დაგეგმილი. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მინისტერიალზე ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. გლობალური კოალიციის კონფერენცია ხვალ გაიხსნება. საგარეო საქმეთა მინისტრები სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციებს შეაფასებენ და სამომავლოდ საერთო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელებენ.