აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აკრედიტაცია გაიარა

19 მარტი 2017, 20:00 920 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიულმა კვლევითმა ცენტრმა საერთაშორისო სატანდატრების შესაბამისი აკრედიტაცია გაიარა და იგი საქართველოში ლაბორატორიული  კვლევების ყველაზე ფართო სფეროთია წარმოდგენილი. რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ლაბორატორია თანამედროვე ტიპის სხვადასხვა დანიშნულების საკვლევი აპარატურით აღიჭურვა. ლაშა კომახიძის ინფორმაციით, თანამედროვე დანადგარებით სასურსათო პროდუქტში გენმოდიფიცირებული შემცველობის ორგანიზმების განსაზღვრა და სოკოვანი დაავადებების დიაგნოსტიკაა შესაძლებელია. ლაბორატორია დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემაც დაათვსალიერა. კვლევითი ცენტრის რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 924 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი