დეკანოზი საზოგადოებას მიმართავს

19 მარტი 2017, 20:00 829 ნახვა

გიორგი მამალაძე სასულიერო პირისთვის შეუფერებლად საუბრის გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის. გაზეთი “კვირის პალიტრა” წერილს აქვეყნებს, რომელიც გამოცემის წარმომადგენელთა მტკიცებით, მათ დეკანოზმა სასაჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გაუგზავნა. 
   წერილში გიორგი მამალაძე აღნიშნავს, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები - ”დასაბრედია” და ”მარილზე გასაშვებია” არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მოკვლა სურდა. 
   დეკანოზი წერილში ასევე ადასტურებს, რომ ციანიდს ნამდვილად ეძებდა, თუმცა რისთვის,  „ეს გამოძიებამაც იცის“.
  ბრალდებულის დაკითხვა პროკურატურამ ერთი კვირის წინ დაასრულა. სასულიერო პირი 10 თებერვალს დააკავეს, მას   პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი