ანსამბლ “ხორუმისა და სტამბულის სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლის “კავკასიური არწივები”-ს ერთობლივი კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შედგა. სცენაზე არაერთი ქართული, ასევე ინტერპრეტირებული სცენოგრაფიით და მუსიკით გაფორმებული ნომრები შესრულდა. ყველაზე დიდი მოწონება თემურ ბიბილეიშვილის მიერ დადგმულმა კომპოზიცია, “საგანძურმა” მოიპოვა, რომლიც კონცერტის საფინალო ნომერი იყო. ღონისძიებას ცნობილი ქორეოგრაფები ესწრებოდნენ.