შუახევის სოფელ ბუთურაულის მცხოვრებლებმა თამარის დასახლებაში ეკომიგრანტებისთვის გათვალისწინებული კორპუსი გვიან ღამით დატოვეს. ისინი შენობაში ღამით შეიჭრნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მათთან აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ქალაქის მერი იმყოფებოდა. რის შემდეგაც გადაწყდა, რომ მილაპარაკებებს ღამით სამინისტროებში გააგრძელებდნენ. ბუთურაულის მკვიდრები ამბობენ, რომ ე.წ. წითელ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ. ისინი საცხოვრებელს ითხოვენ. მთავრობის წარმომადგენლებისგან დაპირება მიიღეს, რომ მათთან შეხვედრა შედგება; სოფელს გეოლოგები შეისწავლიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ თუ რომელი ოჯახები ექვემდებარებიან გასახლებას. ადგილზე შუახევის გამგებელიც იმყოფებოდა, რომელმაც წითელ ზონაში მცხოვრებლებს სოციალური მდგომარეობის საკითხის შესწავლას დაჰპირდა.